თვითმფრინავის ჩამოვარდნას აშშ-ში 3 ადამიანი ემსხვერპლა

აშშ-ში, ნებრასკის შტატში თვითმფრინავის ჩამოვარდნას 3 ადამიანი ემსხვერპლა, – ამის შესახებ abcnews იუწყება.

გარდაცვლილთა შორის არიან პილოტი და ორი მგზავრი.

თვითმფრინავი ჩადრონის მუნიციპალური აეროპორტიდან აფრინდა და მალევე ჩამოვარდა.

ავიაკატასტროფის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.