ედუარდ სააკაშვილმა პირდაპირ თქვა აპირბს თუ არა პოლიტიკაში მოსვლას

ციხეში მყოფი მიხეილ სააკაშვილის შვილი, ედუარდ სააკაშვილი ამ ეტაპზე პირდაპირ აცხადებს, რომ პოლიტიკაში ჩართვის სურვილი არ აქვს:

„ყველაზე ნაკლებად ახლა მაქვს [პოლიტიკაში მოსვლის სურვილი]. მე მგონი, პირველ რიგში, უნდა გინდოდეს, ჰო? რატომ უნდა გინდოდეს? უარყოფითი ძალიან ბევრია, პიროვნული ასპექტი თუნდაც…

ჩემი აზრით, ძალიან დიდი შეცდომა იქნება ჩემგან, თუ მართლა ეს გავაკეთე როდესმე. ამის წინაპირობა არ არის, არც შემოთავაზება ყოფილა აქამდე, მაგრამ რომც იყოს, ეს იქნება ყველაზე დიდი შეცდომა, რაც შეიძლება დავუშვა.

ამას სანდრას მაგალითზე ვხედავ. ძალიან წინააღმდეგი ვიყავი სანდრას პოლიტიკაშო ჩართვის, ძალიან, ვეუბნებოდი, არ გინდა, არ გინდა, არ არის საჭირო, არ გინდა…” – განაცხადა სააკაშვილმა “რადიო თავისუფლებასთან” .

წყარო: „რადიო თავისუფლება“