ილია კოკაია დაიღუპა – რა მოხდა ყაზბეგთან, მწვერვალ “დედაენაზე”

უბედური შემთხვევა მწვერვალ დედაენაზე – ცნობილი ხდება, რომ ტრაგიკულად დაიღუპა ბიზნესმენი ილია კოკაია.

“მთავარი არხის” ინფორმაციით, კოკაია მწვერვალის დასალაშქრად მეგობართან ლევან მუშკუდიანთან ერთად იმყოფებოდა. მუშკუდიანის თქმით, კოკაია დაცურდა, თავი დაარტყა და შედეგად გარდაიცვალა.

ამ წუთებში მწვერვალ დედაენისკენ გუდაურიდან გამოსული სამაშველო ჯგუფი მიემართება.

ილია კოკაია ცნობილი ბიზნესმენია. ის ფლობს სასტუმროების ქსელს გუდაურში, ფეროშენადნობთა ქარხნის წილს და იყო საფეხბურთო კლუბ ზესტაფონის მფლობელი.

მთავარი