საქართველოს პარლამენტის დელეგაცია, კახა კუჭავას ხელმძღვანელობით, 25-30 ნოემბერს ესპანეთის დედაქალაქ მადრიდში დაგეგმილ საპარლამენტთაშორისო კავშირის ასამბლეაში მიიღებს მონაწილეობას.
პარლამენტის თავმჯდომარე ასამბლეას სიტყვით მიმართავს.
ვიზიტის ფარგლებში, დაგეგმილია დელეგაციის ორმხრივი შეხვედრები ევროპის, სამხრეთ ამერიკის, აფრიკისა და აზიის ქვეყნების წარმომადგენლებთან. შეხვედრების მთავარი თემა და მიზანი საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის განმტკიცებისა და ოკუპირებული რეგიონების არაღიარების პოლიტიკის წარმატებით გატარების ხელშეწყობა, აგრეთვე, საქართველოს უსაფრთხოებისა და განვითარებისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე საერთაშორისო საზოგადოების მხარდაჭერის მობილიზება იქნება.
ვიზიტის შემადგენლობაში შედიან პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ხატია წილოსანი და პარტია „გირჩის“ წევრი, ალექსანდრე რაქვიაშვილი.
“იმედინიუსი”