რა წამოიწყო პენტაგონმა რუსეთის საზღვრებთან – ვაშინგტონი მოსკოვთან დაპირისპირებაში ფსონებს ზრდის

ვაშინგტონი მოსკოვთან დაპირისპირებაში ფსონებს ზრდის. ამ დღეებში რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ ყურადღება გაამახვილა აშშ-ის სტრატეგიული ავიაციის აქტიურობის ზრდაზე.
განცხადება სულ უფრო მწვავე ანტირუსული გამონათქვამების ფონზე გაკეთდა. РИА Новости-ს ავტორი წერს, რატომ განაგრძობს დასავლეთი ცეცხლზე ნავთის დასხმას.

„ბირთვული“ წვრთნა

ამერიკული სტრატეგოსები B-1B და B-52ფრთოსანი რაკეტების გამოყენებას ამუშავებენ და რუსეთის ტერიტორიის სიღრმეში მდებარე სამიზნეებზე შეტევის მიტანაში მეცადინეობენ. ვარჯიშობენ უკიდურესად ინტენსოურად: ამ თვეში ასეთი ფრენები დაახლოებით 30-ჯერ განახორციელეს − ანუ 2,5-ჯერ ხშირად, ვიდრე გასული წლის ნოემბერში.
ეს ერთადერთზე მეტყველებს: პენტაგონი ცდილობს, სტრატეგიული ბომბდამშენებისთვის რაც შეიძლება მეტი ეკიპაჟი მოამზადოს მოსკოვთან პოტენციური შეიარაღებული კონფლიქტის შემთხვევაში.
იგივეს ეძღვნებოდა ამასწინანდელი წვრთნები Global Thunder. როგორც შოიგუმ განაცხადა, რუსეთზე აღმოსავლეთიდან და დასავლეთიდან ერთდროული ბირთვული შეტევა ათმა თვითმფრინავმა დაამუშავა. ისინი სახელმწიფო საზღვრიდან სულ რარაც 20 კმ დაშორებით მანევრირებდნენთუმცა რეალური ომის შემთხვევაში მათ ნამდვილად არ მიუშვებენ საზღვრებთან ასე ახლოს.
„ყველა შემთხვევაში ჰაერსაწიინააღმდეგო თავდაცვის ჩვენი საშუალებები დროულად პოულობდა ამერიკულ სტრატეგიულ ბომბდამშენებს, ამყარებდნენ უწყვეტ კონტროლს და ახორციელებდნენ ინციდენტების აღკვეთის ზომებს“, − ხაზი გაუსვა მინისტრმა.

მგრძნობიარე დარტყმა

ამერიკელები არ ფიქრობენ დამალონ, თუ ვის წინაარმდეგ მოქმედებს მათი ავიაცია. ოქტომბრის ბოლოს, ყირიმის სანაპიროსთან B და1B-ს გაფრენის შემდეგ, გამოცემა Forbes-ში განმარტეს, რომ „სტრატეგოსები“ ახალ ამოცანას − გემსაწინააღმდეგო რაკეტა LRASM-ებით რუსეთის ბალტიისა და შავი ზღვის ფლოტების განადგურებას ამუშავებენ. ხოლო ნოემბერში ჟურნალმა Popular Mechanics-მა დააზუსტა, რომ მეხუთე თაობის გამანადგურებელ F-35-ს თერმობირთვული ბომბა B61-12-ით შეაიარაღებენ რუსეთის სტრატეგიული დანიშნულების სარაკეტო ჯარების საკომანდო პუნქტებზე იერიშის მისატანად.
„მსოფლიოში არსებული რთული სამხედრო-პოლიტიკური ვითარება და ნატოს ქვეყნების გაზრდილი აქტივობა რუსეთის საზღვრებთან, შეიარაღებული ძალების შემდგომი ხარისხობრივი განვითარების აუცილებლობას გვკარნახობს“, − აღნიშნა სერგეი შოიგუმ. − მთავარი პრიორიტეტებია: მათი ბრძოლისუნარიანობის ზრდა, ბირთვული ძალების საბრძოლო მზადყოფნის მხარდაჭერა და არაბირთვული შეკავების ძალების პოტენციალის განმტკიცება“.
რუსეთმა ნოემბრის შუა რიცხვებში ანტითანამგზავრული იარაღი გამოსცადა. თავდაცვის სამინისტროს ცნობით, დაუსახელებელმა რაკეტამ წარმატებით გაანადგურა კოსმოსური აპარატი Целина-Д, რომელიც 1982 წლიდან იმყოფებოდა ორბიტაზე. ამერიკელები აღშფოთდნენ. ოფიციალური პირები ერთმანეთს ასწრებდნენ მოსკოვის დადანაშაულებას კოსმოსის მილიტარიზაციასა და საერთაშორისო კოსმოსური სადგურისთვის საფრთხის შექმნაში. ესოდენ ნერვული რეაქცია იმან გამოიწვია, რომ ვაშინგტონში თავიანთი თანამგზავრული დაჯგუფების გამო ღელავენ, რომელზეც არის კიდეც მიბმული ნატოს მთელი ჯარები, მათ შორის, სტრატეგიული ავიაცია.

ინფორმაციული „ნაყარი“

გარდა სამხედრო სამზადისისა, დასავლეთი რუსეთის წინააღმდეგ აქტიურ საინფორმაციო კამპანიასაც აწარმოებს. ასე 2014 წლიდან გრძელდება, მაგრამ უკრაინაში აშშ-ის თავდაცვის მინისტრ ლლოიდ ოსტინის ვიზიტის შემდეგ ეს ყველაფერი ნამდვილ ისტერიკას დაემსგავსა. დასავლური მედია და პოლიტიკოსები ყოველდღიურად ადანაშაულებენ რუსეთს უკრაინაში შეჭრის სამზადისში.
ამ „ნაყარის“ გამშვებ მექანიზმად გამოცემა Politico-ს ოქტომბრის პუბლიკაცია იქცა, რომ თითქოს კრემლი ჯარებს უყრიდა თავს სრულმასშტაბიანი შეტევისთვის. საბრძოლო ტექნიკისა და პირადი შემადგენლობის თავმოყრის ადგილად ჟურნალისტები სლოლენსკის ოლქში ელნიას ასახელებდნენ. თუმცა არ დაუზუსტებიათ, რომ იქიდან უკრაინამდე პირდაპირი ხაზით 250 კილომეტრზე მეტი მანძილია.
უკრაინის შეიარაღებული ძალების სარდლობა თავდაპირველად უარყოფდა ამ ინფორმაციას და ირწმუნებოდა, რომ დაზვერვას რუსული ჯარების კონცენტრაცია არ დაუფიქსირებია. მაგრამ მოგვიანებით კიევმა, როგორც ჩანს, ვაშინგტონიდან ახალი მითითებები მიიღო და უკრაინულმა მედიამ დასავლელი კურატორების კვლადაკვლა დაიწყეს მანტრის გამეორება რუსეთის მოსალოდნელი შეჭრის თაობაზე. თარიღებსაც კი ასახელებდნენ: კათოლიკური შობა ან იანვრის ბოლო -თებერვლის დასაწყისი.
„აშშ-სა და ნატოს ქვეყნებში ანტირუსული და ანტიჩინური რიტორიკა ბოლო პერიოდში სრულიად გასცდა ზღვარს, − ამბობს პოლიტოლოგი-ამერიკანისტი სერგეი სუდაკოვი. − ჯერ პირველი, რომ კორონავირუსის პანდემიის გამო იცვლება ეკონომიკური მოდელები: კოვიდმა მტკივნეულად დაარტყა აშშ-ს. და მეორეც, ავღანეთიდან ოცწლიანი ომის შემდეგ ამერიკელების გაქცევამ მსოფლიოს დაანახა, რომ ვაშინგტონი ყოვლისშემძლე არ არის. თეთრ სახლს სულ უფრო უჭირს ჰეგემონიის შენარჩუნება საერთაშორისო არენაზე, რომელიც ძირითადად შიშსა და პოლიტიკურ წნეხზეა აგებული. აშშ-ის ავტორიტეტი უკვე აღარ არის ისე მაღალი, როგორიც ერთი წლის წინ იყო. ამიტომ ხელისუფლებამ და სპეცსამსახურებმა ყურადღება გარე მტრის ხატის შექმნაზე გადაიტანეს, რომელიც თითქოს საფღთხეს უქმნის მსოფლიო წესრიგს“.
ექსპერტის თქმით, ბოლო ქმედებებითა და გამონათქვამებით ამერიკელებს სურთ დაანახონ მოკავშირეებს, რომ მზად არიან მსხვილ მსოფლიო „დერჟავებთან“ კონფლიქტებისთვის, და ამით განიმტკიცონ პლანეტარული მასშტაბის ლიდერის ჩვეული როლი. მაგრამ, როგორც სუდაკოვი ამბობს, ჯერჯერობით ეს მხოლოდ იარაღის ჟღარუნია. „თეთრი სახლი არ არის მზად რუსეთთან სრულმასშტაბიანი ომისთვის. ჩვენ შეგვიძლია ვუპასუხოთ მათ და თანაც ისე, რომ თავბედი ვაწყევლინოთ“, − ამბობს ის. თუმცა სამხედრო პროვოკაციები რუსეთის საზღვრებზე სრულიად მოსალოდნელია.
ვაშინგტონისთვის ჭადრაკის დაფაზე საკვანძო ფიგურა − ეს უკრაინაა. კიევს ჯიუტად უბიძგებენ დონბასის პრობლემის ძალისმიერი გადაჭრისკენ − ერთადერთი მიზნით: ჩაითრიონ რუსეთი ომში, შემდეგ კი კრემლი აგრესიაში დაადანაშაულონ და ახალი სანქციები დაუწესონ. ამ გეოპოლიტიკური „პარტიის“ ენდშპილი, დიდი ალბათობით, უახლოეს თვეებში გათამაშდება.
ანდრეი კოცი