ბათუმის საკრებულოში დეპუტატები ერთმანეთს სიტყვიერად და ფიზიკურად დაუპირისპირდნენ

ამ წუთებში, ხმაურია ბათუმის საკრებულოში, სადაც 1 საათში 2022 წლის ბიუჯეტის პროექტის კენჭისყრა უნდა დაიწყოს. იყო სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება.

მთავარ ფინანსურ დოკუმენტს წინა მოწვევის საკრებულოს შემადგენლობა ამტკიცებს, რასაც ოპოზიცია კანონდარღვევად თვლის და აპროტესტებს. ბათუმის საკრებულოში სხდომაზე ხმაური და ფიზიკური დაპირისპირება იგივე თემაზე გუშინაც მოხდა, რის გამოც სამართალდამცავი სტრუქტურების ჩართვა გახდა საჭირო.

 

“რუსთავი2”