“ჩავდგათ პატარა ბუნგალო და შევასახლოთ სააკაშვილი – მასზე რეკრეაციულს და რეკრეატიულს ვის უნდა მოხმარდეს?!”

პირველი არხის ბორდის წევრი ბონდო მძინარაშვილი სოციალურ ქსელში გზავნილს ავრცელებს:

მე ვიცი, რაც არის საჭირო ამ გაუგებრობის დასამთავრებლად:
შემოვღობით დიდი ტერიტორია მავთულის მაღალი ღობით, მავთულბადით გადავხუროთ, ჩავდგათ პატარა ბუნგალო და შევასახლოთ სააკაშვილი!
ვისაც მოენატრება, მივა ღობესთან და დაუძახებს. თუ სურვილი ექნება, გამოხედავს, გამოვა ბუნგალოდან და ჩამოუჯდება ღობესთან სასაუბროდ.
ნებისმიერ მნახველთან შეხვედრის და ლაპარაკის უფლება უნდა ჰქონდეს, შეუზღუდავად!
თან ყველა მხრიდან ექნება მისასვლელი – ერთთან რომ მორჩება, მეორესთან გადავა, მერე მესამესთან, მეოთხესთან, მეხუთესთან…
დამთვალიერებელც ბევრი ეყოლება და პატიმრობაშიც ჩაეთვლება!
სად ვნახოთ ეს ტერიტორია?!
აგერ აქვე, დიღმის მასივში, ტყე-პარკის ტერიტორიაზე თაკო ჩარკვიანს აქვს დიდი ფართობი, სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს იყიდა, და ეგ შემოვღობით, თაკო მაინც ვერაფერს აკეთებს, – რეკრეაციული ზონაა!
ჰოდა, სააკაშვილზე რეკრეაციულს და რეკრეატიულს ვის უნდა მოხმარდეს?! ?