“სანამ იქნება “ზვიადიზმი”, იქნება “ნაც-მიშიზმიც” – და არ დამიწყოთ ახლა სიბრძნით სავსე საუბარი მათ შორის არსებულ სტილისტიკურ განსხვავებებზე”

მწარე სიმართლე უნდა მოგახსენოთ, ქართველებო!
სანამ იქნება “ზვიადიზმი”, იქნება “ნაც-მიშიზმიც” – და არ დამიწყოთ ახლა სიბრძნით სავსე საუბარი მათ შორის არსებულ სტილისტიკურ განსხვავებებზე.

მეორე მომდინარეობს პირველისგან, “სოროს-ლიბერალიზმი” კი უბრალოდ გარედან კარაქივით წაუსვეს ამ ბუტერბროდს, რომლის არსი რუსოფობია და რუსეთთან წასაგები ომის წყურვილია (რაც ბევრს თავისუფლებაში ეშლება – ისე, რისი უფლება გინდათ რომ მოიპოვოთ ასე? ტელევიზიებში მაინც სულ თქვენ გდიხართ და ტვინს ულაყებთ ისედაც დაბნეულ და გასაწყლებულ ხალხს).

ოლიგარქი არ ვარგაო… კი, ბატონო, დავუშვათ არ ვარგა – თუმცა კარგად კი ასაზრდოებდა ბევრ “მიშისტს” იმ თავისი ცნობილი სიებით და მიშა ვარგა??? ან თქვენ – ყველანი ერთად – ვარგიხართ???

ჰოდა, ასეთი საქართველო არავის არაფერში ჭირდება რამდენიმე ასეული გაქნილი პოლიტიკანის გარდა – დანარჩენი ათასები მიტმასნილია მათთან საკუთარი გაჭირვებისა და არსებული ხელისუფლების ეროზიისა და არაადექვატურობის გამო.

და თუ განთავისუფლებაა, ჯერ ასეთი დამპალი, “ზვიადისტომიშიზმის” მცდარ და ფანატიკურ იდეებზე დაფუძნებული და 90-იანებში შობილი პოლიტიკური კლასისგან განთავისუფლება უნდა გახდეს პრიორიტეტი.

სხვანაირად ამ ქვეყანას არც მსოფლიოში და არც რეგიონში მშვიდობიანი დამკვიდრების შანსი არა აქვს. აქ მუდამ იქნება კონფლიქტი, შიდა თუ გარე ომი, ერის გახლეჩა და ერთმანეთის დამუნათება “კრემლის აგენტობითა” და სხვა მსგავსი მანიებით და ამაში რუსეთიც გადაიხდის ფულს და ამერიკის საელჩოც – მათთვის ეს კაპიკებია. რა ენაღვლებათ? სხვის ტერიტორიაზე ერთმანეთთან შერკინებას რა ჯობია? მათი რა ინგრევა და იწვის?

მოკლედ, 1989 წლის ისტორია – თავის გმირებიანა – თავიდანაა დასაწერ-გადასაწერი, მთაწმინდაზე კი რა გითხრათ – თავად მიხვდებით.

გ.ლ.

გოგი ლორთქიფანიძე, მწერალი