რას წერს მაია ბუწაშვილი

ინ­ფექ­ცი­ო­ნის­ტი მაია ბუ­წაშ­ვი­ლი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში სხე­უ­ლის და­ბა­ლი ტემ­პე­რა­ტუ­რის თა­ვი­სე­ბუ­რე­ბე­ბის შე­სა­ხებ წერს. სპე­ცი­ა­ლის­ტის შე­ფა­სე­ბით, კო­რო­ნა­ვირუ­სის პან­დე­მი­ის პი­რო­ბებ­ში, და­ბა­ლი ტემ­პე­რა­ტუ­რით შე­წუ­ხე­ბუ­ლი პა­ცი­ენ­ტე­ბის რი­ცხვმა საგ­რძნობ­ლად მო­ი­მა­ტა. ბუ­წაშ­ვი­ლის თქმით, ხშირ შემ­თხვე­ვა­ში, და­ბა­ლი სი­ცხე ნო­მა­ლუ­რი მოვ­ლე­ნაა და ღელ­ვის სა­ფუძ­ველს არ იძ­ლე­ვა.

“ჩვენ­თან ძა­ლი­ან ბევ­რი ადა­მი­ა­ნი უსა­ფუძ­ვლოდ შფო­თავს სხე­უ­ლის ტემ­პე­რა­ტუ­რის გამო. შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, რომ ექიმ­თან ვი­ზი­ტე­ბის გა­უ­მარ­თლებ­ლად დიდი რი­ცხვი სწო­რედ „სი­ცხის“ გამო ხდე­ბა. თუმ­ცა, „სი­ცხის“ გან­მარ­ტე­ბა გან­სხვავ­დე­ბა იმ წარ­მოდ­გე­ნე­ბის­გან, რაც სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში არ­სე­ბობს. ზო­გა­დად, 37C ტემ­პე­რა­ტუ­რა მი­ღე­ბუ­ლია სხე­უ­ლის ნორ­მა­ლუ­რი ტემ­პე­რა­ტუ­რის სა­შუ­ა­ლო მაჩ­ვე­ნებ­ლად. ეს, რა თქმა უნდა, იმას არ ნიშ­ნავს, რომ ყვე­ლა ადა­მი­ანს რო­ბო­ტი­ვით აუ­ცი­ლებ­ლად ერ­თნა­ი­რი ტემ­პე­რა­ტუ­რა უნდა ჰქონ­დეს და რომ ეს ციფ­რი აუ­ცი­ლებ­ლად 37-ს ქვე­მოთ უნდა იყოს. მი­ღე­ბუ­ლია, რომ სი­ცხედ ით­ვლე­ბა იღ­ლი­ის ტემ­პე­რა­ტუ­რა 37.5-ზე მეტი და პი­რის ღრუ­ში გა­ზო­მი­ლი ტემ­პე­რა­ტუ­რა 37.8-38-ზე მეტი.სა­ქარ­თვე­ლო­ში ყვე­ლა­ზე დამ­კვიდ­რე­ბუ­ლი პრაქ­ტი­კაა იღ­ლი­ის ტემ­პე­რა­ტუ­რის გა­ზომ­ვა, თუმ­ცა ბევრ სხვა ქვე­ყა­ნა­ში პი­რის ღრუს ტემ­პე­რა­ტუ­რის ზო­მა­ვენ და შე­და­რე­ბით უფრო ზუს­ტი შე­ფა­სე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბას იძ­ლე­ვა, ვიდ­რე იღ­ლი­ის ტემ­პე­რა­ტუ­რა.სხვა­დას­ხვა ინ­ფექ­ცი­უ­რი და­ა­ვა­დე­ბე­ბის გა­და­ტა­ნის შემ­დეგ (მათ შო­რის კო­ვი­დის), სხე­უ­ლის ტემ­პე­რა­ტუ­რის ზო­მი­ე­რი მო­მა­ტე­ბა ჩვე­უ­ლებ­რი­ვი მოვ­ლე­ნაა და ამან არ უნდა გა­მო­იწ­ვი­ოს იმ მას­შტა­ბით ღელ­ვა, რაც ჩვენ­თან შე­ი­ნიშ­ნე­ბა, მი­თუ­მე­ტეს, რომ, კი­დევ ვი­მე­ო­რებ, 37.5-მდე ტემ­პე­რა­ტუ­რა შე­იძ­ლე­ბა პა­თო­ლო­გი­უ­რი სუ­ლაც არ იყოს.ტემ­პე­რა­ტუ­რა შე­იძ­ლე­ბა მერ­ყე­ობ­დეს დღე-ღა­მის გან­მავ­ლო­ბა­შიც. სა­ღა­მოს სა­ა­თებ­ში სრუ­ლი­ად ჩვე­უ­ლებ­რი­ვი ამ­ბა­ვია უფრო მა­ღა­ლი ციფ­რე­ბი, ვიდ­რე დი­ლით. ასე­ვე მკვეთ­რად მერ­ყე­ობს ემო­ცი­ურ ფონ­ზე და ა.შ.მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ამ ადა­მი­ა­ნე­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბას არა­ვი­თა­რი პა­თო­ლო­გია არა აქვს, ამის და­ჯე­რე­ბა ძა­ლი­ან უჭირთ და და­ჟი­ნე­ბით მო­ი­თხო­ვენ რა­ი­მე დი­აგ­ნოზს. პა­ცი­ენ­ტის მხრი­დან ეს ზე­წო­ლა და ასე­ვე ზოგ­ჯერ არა­კე­თილ­სინ­დი­სი­ე­რე­ბა შე­იძ­ლე­ბა იმის სა­ფუძ­ვე­ლი გახ­დეს, რა­საც ყო­ველ­დღე ვხე­დავთ – ადა­მი­ა­ნე­ბი გა­მოკ­ვლე­ვე­ბის შე­დე­გე­ბის უზარ­მა­ზა­რი შეკ­ვრით, რო­მელ­თა უდი­დე­სი ნა­წი­ლი სრუ­ლი­ად ზედ­მე­ტი იყო და არა­სა­ჭი­როდ შე­ი­წი­რა პა­ცი­ენ­ტის დრო და ფული.არა­და, ასეთ ადა­მი­ა­ნებ­თან ზოგ­ჯერ ძა­ლი­ან რთუ­ლია კო­მუ­ნი­კა­ცია. მეც, ისე­ვე რო­გორც რი­გი­თი ქარ­თვე­ლი ექი­მი, რო­მელ­საც ასე­ვე უჭირს პა­ცი­ენ­ტის წნეხ­თან გამ­კლა­ვე­ბა, რა­ღაც სა­ბა­ზი­სო კვლე­ვებს ვუ­ნიშ­ნავ, რომ გარ­კვე­უ­ლი ზო­გა­დი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა შე­ვიქ­მნა პა­ცი­ენ­ტის ჯან­მრთე­ლო­ბა­ზე და ეს კვლე­ვე­ბი ზედ­მე­ტი ალ­ბათ არა­ვის­თვის არ არის. ამის შემ­დეგ კი პა­ცი­ენ­ტმა უნდა და­ი­ჯე­როს, რომ აღარ არის სა­ჭი­რო რა­ღაც უსას­რუ­ლო და გა­ურ­კვე­ვე­ლი გა­მოკ­ვლე­ვე­ბის ჩა­ტა­რე­ბა. არა­და, და­ჟი­ნე­ბით მო­ი­თხოვს გა­რან­ტი­ას, რომ „არა­ფე­რი ჭირს“. იმის გა­რან­ტია, რომ „არა­ფე­რი ჭირს“, არა­ვის არა­სო­დეს არა აქვს – არც ნორ­მა­ლუ­რი ტემ­პე­რა­ტუ­რის და არც ე.წ. და­ბა­ლი სი­ცხის მქო­ნეს (ანუ 37-37.5). ზოგი პა­ცი­ენ­ტი უხა­ლი­სოდ თან­ხმდე­ბა იმა­ზე, რომ კვლე­ვე­ბი აღარ ჭირ­დე­ბა, ზო­გიც სხვა, „უფრო ყუ­რა­დღე­ბი­ან“ ექიმ­თან ინაც­ვლებს, რო­მე­ლიც აგ­რძე­ლებს გა­მოკ­ვლე­ვებს და სა­ბო­ლო­ოდ შე­დე­გამ­დე ვერ მი­დის, თუმ­ცა შე­დე­გი, ანუ დი­აგ­ნო­ზი, უმ­რავ­ლეს შემ­თხვე­ვა­ში, ბუ­ნე­ბა­ში არ არ­სე­ბობს, იმი­ტომ რომ პა­ცი­ენ­ტი რე­ა­ლუ­რად ჯან­მრთე­ლია, უბ­რა­ლოდ მას ამის და­ჯე­რე­ბა უჭირს.ამ­დე­ნი კვლე­ვის დროს ზოგ­ჯერ რა­ღაც, სრუ­ლი­ად ტემ­პე­რა­ტუ­რას­თან კავ­ში­რის არმ­ქო­ნე, პა­თო­ლო­გი­აც შე­იძ­ლე­ბა გა­მოვ­ლინ­დეს, მაგ­რამ ამ ლო­გი­კით ადა­მი­ა­ნებ­მა მუდ­მი­ვად ხომ არ უნდა იკ­ვლი­ონ ყვე­ლა ორ­გა­ნო­თა სის­ტე­მა.მოკ­ლედ, სი­ტყვა ძა­ლი­ან გა­მიგ­რძელ­და, მაგ­რამ ამ კო­ვი­დის ეპო­ქა­ში გან­სა­კუთ­რე­ბით მომ­რავ­ლდნენ ამ ე.წ. და­ბა­ლი სი­ცხით და­ტან­ჯუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი. პირ­ველ რიგ­ში იმი­ტო­მაც, რომ სი­ცხის ზომ­ვის ასე­თი მას­შტა­ბი ალ­ბათ ის­ტო­რი­ას არ ახ­სოვს. არა­და, მათ­გან ნა­წილს შე­იძ­ლე­ბა პოსტ-კო­ვი­დი აქვს, ნა­წი­ლი კი სრუ­ლი­ად ჯან­მრთე­ლია და რა­ტომ­ღაც აუ­ცი­ლებ­ლად უნდა, რომ ტემ­პე­რა­ტუ­რა 37-ზე ნაკ­ლე­ბი ქონ­დეს. და ეს ადა­მი­ა­ნე­ბი აშ­კა­რად ძა­ლი­ან იტან­ჯე­ბი­ან, თა­ნაც სრუ­ლი­ად უსა­ფუძ­ვლოდ.” – წერს “ფე­ის­ბუქ­ში” მაია ბუ­წაშ­ვი­ლი.