შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საკრებულოს სხდომების პარალელურად მიმდინარე საპროტესტო აქციებზე პოლიციისადმი დაუმორჩილებლობის ბრალდებით ზუგდიდში — 2, ხოლო აჭარაში 4 პირი ადმინისტრაციული წესით დააკავეს
შსს აცხადებს, რომ პოლიცია მიმდინარე აქციებთან დაკავშირებით მობილიზებული რჩება და დაიცავს საზოგადოებრივ წესრიგს.
“მართლწესრიგის დასაცავად იმყოფებიან შინაგან საქმეთა სამინისტროს ყველა შესაბამისი დანაყოფები. შსს, როგორც მართლწესრიგის დაცვაზე პასუხისმგებელი უწყება, მოუწოდებს აქციის ორგანიზატორებს, პოლიტიკურ ლიდერებს და შეკრებილ მოქალაქეებს, შეკრებისა და გამოხატვის დროს დაიცვან კანონის მოთხოვნები და დაემორჩილონ პოლიციელთა კანონიერ მოთხოვნებს. წინააღმდეგ შემთხვევაში, პოლიცია იმოქმედებს საკუთარი მანდატის ფარგლებში და სამართალდარღვევის თითოეული ფაქტი დაუყოვნებლივ იქნება აღკვეთილი”, — ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.
ბათუმისა და ზუგდიდის საკრებულოებმა ძველი შემადგენლობით 2021 წლის ბიუჯეტი პროტესტის ფონზე დაამტკიცეს. სხდომების პარალელურად მიმდინარე აქციაზე პოლიციამ რამდენიმე პირი დააკავა.
ბათუმის ძველმა საკრებულომ 2022 წლის ბიუჯეტი პროტესტის ფონზე დაამტკიცა