71 წლის ასაკში ლეგენდარული მწვრთნელი ძალოსნობაში ვანო გრიქუროვი გარდაიცვალა.

71 წლის ასაკში ლეგენდარული მწვრთნელი ვანო გრიქუროვი გარდაიცვალა. ვანო გრიქუროვის სახელს არა მარტო ქართული სპორტის, არამედ მსოფლიო ძალოსნობის ისტორიის უამრავი წარმატება უკავშირდება. ის იყო კახი კახიაშვილის, გიორგი ასანიძის, არსენ კასაბიევისა და შიმონ კოლეცკის პირადი მწვრთნელი.

ვანო გრიქუროვი იყო მწვრთნელი, რომლის შეგირდებს ოლიმპიური ჩემპიონის ოქროს მედლები სამი სხვადასხვა ქვეყნის – საქართველოს, საბერძნეთისა და პოლონეთის სახელით აქვთ მოპოვებული.

ვანო გრიქუროვი ამჟამად პოლონეთში ცხოვრობდა და იქ მოღვაწეობდა. 25 ნოემბერს 71 წელი შეუსრულდა.