აზერბაიჯანის, სომხეთის და რუსეთის ლიდერებმა სოჭში გამართული შეხვედრის შედეგების მიხედვით სამმხრივი განცხადება მიიღეს. ამის შესახებ „ეხო კავკაზა“ იუწყება.
შეხვედრის დასრულების შემდეგ პუტინმა განაცხადა, რომ ის ის „ძალზე სასარგებლო და დროული იყო“
ასევე პუტინმა აზერბაიჯანის პრეზიდენტს ილჰამ ალიევს და სომხეთის პრემიერ-მინისტრს ნიკოლ ფაშინიანს ოქროს ზეთისხილის ტოტი აჩუქა, რომელიც მშვიდობის სიმბოლოა.
ალიევის, პუტინის და ფაშინიანის შეხვედრა სოჭში 26 ნოემბერს გაიმართა. შეხვედრაზე მხარეებს სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვრის დელიმიტაციის და სატრანსპორტო კომუნიკაციების გახსნის საკითხები განიხილეს.
შეხვედრას წინ უძღოდა სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე მომხდარი შეიარაღებული დაპირისპირება, რასაც ორივე მხრიდან მსხვერპლი მოჰყვა.