კოსოვოში ახალგაზრდა კაცმა სკოლის ავტობუსს ცეცხლი გაუხსნა და სამი ადამიანი მოკლა. ამის შესახებ ადგილობრივი მედია წერს.
გამოცემა Kurir-ის ცნობით, ახალგაზრდა კაცი სკოლის ავტობუსში გოგონებს ავიწროებდა, რის გამოც მძღოლმა ის ავტობუსიდან ჩამოსვლა. ახალგაზრდამ აიღო ავტომატი, დაელოდა, როდის ჩამოივლიდა ავტობუსი საპირისპირო მიმართულებით, და ცეცხლი გახსნა.
ბოლო მონაცემებით, სროლას სამი ადამიანი ემსხვერპლა – მძღოლი და 17 და 19 წლის მოსწავლეები. კიდევ რამდენიმე ადამიანი დაჭრილია. მსროლელი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა, მას პოლიცია ეძებს.