“ქართული ოცნებისგან ნუ ელოდებით რაიმეს, ყველა ვინც თანამდებობაზეა, ბოლომდე კომპრომეტირებულია და ეს მასალები სეიფში დევს”.
ჟურნალისტი ვახო სანაია სოციალურ ქსელშ პოსტს აქვეყნებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:
– “ქართული ოცნებისგან ნუ ელოდებით რაიმეს. ყველა ვინც თანამდებობაზეა, ბოლომდე კომპრომეტირებულია და ეს მასალები სეიფებში დევს. აბსოლუტურად ყველა კომპრომეტირებულია – პირადი ფირებით, კორუფციიით, სისხლის სამართლის საქმეებით და ასე შემდეგ. პარლამენტის თუ საკრებულოების დეპუტატები მმართველი პარტიიდან, მთავრობის წევრები, მოსამართლეები და ასე დაუსრულებლად. ნებისმიერ სფეროში, სადაც კი ოცნების გავლენაა, იქაა კომპრომატები. სხვა არაფერი. მაგ კომპრომატებით იწერება ნებისმიერი საარჩევნო სია. ყველას ეხება! ეს კომპრომატები ყოველდღიურად მდიდრდება, რადგან სულ უფრო მეტი ადამიანია ჩათრეული ჭაობში”.
წყარო: ptn.ge