უკრაინაში გაზი ისე გაძვირდა, რომ ბოლო პერიოდში, უკრაინის ბოსტნეულის ბაზარზე ნამდვილი სენსაცია დაფიქსირდა – ქვეყანაში რუსული სათბურის კიტრი შევიდა.
რუსეთი ტრადიციულად ხილ-ბოსტნეულის იმპორტიორი ქვეყანაა, მათ შორის უკრაინული პროდუქციის. წლების მანძილზე ბევრი სასათბურე მეურნეობა მხოლოდ რუსულ ბაზარზე მუშაობდა, მაგრამ 2014 წელს ეს შეიცვალა – რუსეთზე ორიენტირებული მეურნეობები ან გაკოტრდნენ, ან სხვა ბაზრებზე გადავიდნენ.
მაგრამ ახლა ვითარება იცვლება: ანტირუსული ისტერიით შეპყრობილმა უკრაინული სახელმწიფოს “მამებმა” იმდენი “იხტუნავეს”, რომ რუსული გაზის გაძვირებამ სოფლის მეურნეობის პროდუქტებიც გააძვირა.
ამჟამად რუსული კიტრი უკრაინულზე და თურქულზეც იაფია – საშუალოდ უკრაინული კიტრი 1,4-1,7 , ხოლო რუსული 1,2-1,4 დოლარი ღირს. ამიტომაც რუსული კიტრის იმპორტი უკრაინაში დღეს მომგებიანია.
მაგრამ, პრობლემა მარტო კიტრი არ არის. ეკონომისტები მიიჩნევენ (და ძნელი მისახვედრიც არ არის), რომ კიტრს სხვა სასათბურე პროდუქტებიც მოჰყვება – გაზის გაძვირება ყველა დარგს ერთნაირად ეხება.
2021 წელს რუსეთი სასათბურე პროდუქციის მსხვილი ექსპორტიორი გახდა – გარე ბაზრებზე რუსული პროდუქციის გაყიდვები თითქმის 30%-ით გაიზარდა. რატომ? რაშია საქმე?
“რუსული სასათბურე მეურნეობები სახელმწიფოსგან დიდი დახმარებას იღებენ. ისინი, პირდაპირი გაგებით, სასათბურე პირობებში მუშაობენ” – გაბოროტებით წერს ქართული “კომერსანტი”.