“დღეს, მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ არ ცნობს სასამართლოს” – იაგო ხვიჩია

სააკაშვილი თავის მიერ აწყობილ სასამართლო სისტემაზე განაცხადა, რომ არ ცნობს, ეს კარგი მაგალითი უნდა იყოს დღევანდელი ხელისუფლებისთვის.

სხვადასხვა განცხადებები კეთდება მიხეილ სააკშვილის სასამართლო პროცესზე ოპოზიციაშიც.

პარლამენტის პოლიტიკური ჯგუფის ”გირჩი” თავმჯდომარის იაგო ხვჩიას თქმით,მაგალითი უნდა იყსო საკაშვილის საქმე მოქმედი და მომავალი ხელისუფლებისთვის.

– “დღეს, მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ არ ცნობს სასამართლო მართლმსაჯულების სისტემას და პროკურატურას. იმიტომ, რომ ის მიკერძოებულია და ა.შ. ჩემი აზრით ეს ყველაზე საყურადღებო განცხადება იყო, ჯერჯერობით რაც მოვისმინე. გამომდინარე იქედან, რომ მიხეილ სააკაშვილი ამას თავის მიერ აწყობილ სასამართლო სისტემაზე საუბრობს და მგონია, რომ ძალიან კარგი მაგალითი უნდა იყოს საქართველოს დღევანდელი და მომავალი ხელისუფლებისთვისაც, მათაც არ მოუწიოთ იგივეს თქმა” – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

შეგახსენებთ,რომ მიხეილ საკაშვილმა პირველი განცხადება პროცესზე გააკეთა. “არ ვაღიარებ პროკურატურას და ქართულ მართლმსაჯულებას, აქ არ ვარ იმისთვის, რომ წინასწარ დაწერილი კომედიის ნაწილი ვიყო” – მიხეილ სააკაშვილის.

წყარო: itv.ge