ენმ-ს ყოველგვარი პროვოკაცია იქნება აღკვეთილი სამართალდამცავების მხრიდან

საქალაქო სასამართლოსთან მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით, სადაც 7 ნოემბრის საქმეზე ყოფილი პრეზიდენტის პროცესი მიმდინარეობს მმართველ გუნდში მოწოდებები გაკეთდა.

ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარის მოადგილე რატი იონათამიშვილის განცხადებით, ყველანაირ ძალადობრივ ქმედებაზე სახელმწიფოს შესაბამისი რეაგირება ექნება.

– “უსაფრთხოების ჯიხურზე ასვლა, ღობეზე გადაძრომა, ეს არის პროვოკაცია. ამას არანაირი კავშირი არ აქვს პროტესტის გამოხატვასთან. ფაქტია, რომ “ნაციონალური მოძრაობა” აქციებს იყენებს იმისთვის, რომ პროვოკაციები მოაწყოს, მაგრამ ამ პროვოკაციებით ერთადერთი შედეგი რაც მათთვის დგება ეს არის, რომ კიდევ უფრო მარგინალიზაცია ხდება. “ნაციონალური მოძრობის” ყოველგვარი პროვოკაცია იქნება აღკვეთილი სამართალდამცავების მხრიდან” – განაცხადა რატი იონათამიშვილი.

წყარო: newposts.ge