საქართველოს მთელს ევროპაში უპრეცედენტო ეკონომიკური ზრდა აქვს,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
„ოქტომბრის თვის ეკონომიკური ზრდა არის დაახლოებით 7%-მდე რაც ჯამში 10 თვეში 10,5% გამოდის ეს მართლაც უპრეცედენტო და უნიკალური ზრდაა არა მხოლოდ მთელს რეგიონში არამედ მთელს ევროპაში. ასე, რომ კიდევ ერთხელ გილოცავთ ამ შესანიშნავ შედეგს“,- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.