„იცოდე, ის ქალი შეუგდეს მიშას”- ნაცმოძრაობაში სააკაშვილის მეორე ცოლის გამო უკმაყოფილება და აგრესია მატულობს

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი შმაგი ვეფხვაძე მიმართვას აქვეყნებს და საქართველოს ყოფილ პირველ ლედის, სანდრა რულოვსს წერილს სწერს.

მისი აზრით, ვიდეო, რომელიც სააკაშვილის დაკავების შემდეგ ექსპრეზიდენტის პირად ფეისბუკ გვერდზე გაჩნდა, „იმ უკრაინელმა ქალმა დაუდო“. შმაგი ვეფხვაძე ფიქრობს, რომ უკრაინელი ქალის მიზანი პუტინის მიერ სანდრა რულოვსის განეიტრალება იყო.

„სანდრა შენ ხარ ჩემი ოჯახის წევრი, ისევე როგორც ყველა ქართველის. საქართველოს უყვარხარ და შენც გიყვარს ვიცი, დაბნეული, გათითოკაცებული და უპატრონოა დღეს საქართველო. გვესმის შენი წყენა, მაგრამ აჯობე შენ თავს ქართველების სიყვარულით და გვაჩუქე მიშა, ის სჭირდება საქართველოს.

ის ვიდეო იმ უკრაინელმა ქალმა დაუდო ზუსტად იმ დღის და იმ მიზნით, რომ შენ გაენეიტრალებინე პუტინს. იცოდე, ის ქალი შეუგდეს მიშას და იცი შენ მიშას მეამიტური ხასიათი. გადაგვირჩინე, შენ ეს შეგიძლია. მიდი ციხესთან და მოვალთ! გააკეთე დედოფლის სვლა! გადააზიარეთ, რომ მივიდეს სანდრამდე!“ – წერს შმაგი ვეფხვაძე სოციალურ ქსელში.