თბილისის საქალაქო სასამართლოსთან, სადაც საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი უნდა გაიმართოს, დიდი ოდენობით სამართალდამცავები არიან მობილიზებული. პენიტენციური სამსახურის განცხადებით, სააკაშვილი დაესწრება პროცესს.
სასამართლოსთან კომენტარი გააკეთა მისმა ადვოკატმა ნიკა გვარამიამ და განაცხადა, რომ უსაფრთხოების ზომები, რასაც სახელმწიფო იღებს, მისთვის მისაღებია.
“სახელმწიფო იღებს სააკაშვილის უსაფრთხოებას საკუთარ თავზე და ვაცადოთ მოიქცეს ისე, როგორც საჭიროდ მიიჩნევს. სახელმწიფოზეა დღეს ექსპრეზიდენტის უსაფრთხოება. კარგია, რომ ამას ახლა ჩვენ ვხედავთ. ეს დარღვევა არ არის, დარღვევას ველი სასამართლო დარბაზში. კარგი რომ ბიძინა ივანიშვილი ამას უყურებს, ის რომ იქნება პირველი პატიმარი, ასეთივე ვითარება იქნება, უბრალოდ, მის მხარდასაჭერად ამდენი ხალხი არ მივა”, – განაცხადა გვარამიამ.
“ალია”