“ახალი შტამი “ომიკრონი” და შემდეგი ორი კვირა” – 8 რჩევა – ზაზა წერეთელი

ნორვეგიის სამეფოს ჯანდაცვის სამინისტროს უფროსი მრჩეველი ზაზა წერეთელი:

ახალი შტამი “ომიკრონი” და შემდეგი ორი კვირა..რას ვაკეთებთ თუკი ვხვდებით რომ “დიქტატორი მე” და მისი პარტია არ არის მთავარი ამ სიტუაციაში

1) თუ არ ხარ აცრილი, სასწრაფოდ აიცერი
2) თუ არ გაქვს გაკეთებული ბუსტერი, აუცილებლად გაიკეთე (ალბათ საქართველოც შეამცირებს 6 თვიან ინტერვალს)
3) დახურულ შენობებში აუცილებლად პირბადე
4)რაც შეიძლება ხშირად გაანიავეთ დახურული შენობები
5) შეგიძლია იმუშავო სახლიდან? ნუ წახვალ ოფისში. კარგი მენეჯერები დატოვებენ თავიანთ ხელქვეითებს სახლში
6) მოერიდეთ დახურულ სივრცეებში მასობრივ თავშეყრებს, ქეიფებს თუ სხვა ღონისძიებებს
7) მოემზადეთ გონებრივად, რომ უნდა იმოქმედოთ უფრო ფრთხილად, თუ Omicron აღმოჩნდა უფრო ინფექციური, უნარით რომ აუაროს ჩამოყალიბებულ იმუნიტეტს, ან ორივე ერთად
8) 2-3 კვირაში ყველაფერი უფრო გაცილებით ნათელი გახდება, მანამდე კი უსმინეთ მეცნიერებს და არა მჩხიბავებს