ანიტა რაჭველიშვილი პირველი შვილის დედა გახდა. ამის შესახებ ინფორმაცია მის „ფეისბუკ“ გვერდზე გამოქვეყნდა: „პატარა ლილიანა მაისურაძე დაიბადა. ორივე ჯანმრთელადაა და თავს კარგად გრძნობს. მადლობა, ღმერთო, ყველაფრისთვის“ – წერია მიმართვაში.
ანიტასა და მის რჩეულს, ოთარ მაისურაძეს აგვისტოში თანაცხოვრების 5 წელი შეუსრულდათ. „ქორწინებიდან 5 წელი, ბედნიერების ხუთი წელი… ძალიან მიყვარხარ, ოთი“ – წერდა ანიტა.
წყვილს პირველი შვილი, ლილიანა 29 ნოემბერს შეეძინა.