თბილისი, 30 ნოემბერი — Sputnik. აშშ-მა ყველა მხრიდან შემოარტყა რუსეთს სამხედრო ბაზები და ამასთან სამხედრო ისტერიას არ წყვეტს, განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა.
„ის, რომ შეერთებულმა შტატებმა ყველა მხრიდან შემოგვარტყეს თავიანთი სამხედრო ბაზები — ეს უკვე ის ფაქტებია, რომლებიც ნებისმიერმა მოსწავლემაც კი იცის. და მაინც, [რუსეთის საზღვრებთან] გამუდმებით მძაფრდება ისტერია“, — თქვა ლავროვმა გორჩაკოვის სახალხო დიპლომატიის ფონდის სამეცნიერო-საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში სიტყვით გამოსვლისას.
კიევმა და დასავლეთის ქვეყნებმა ცოტა ხნის წინ შეშფოთება გამოთქვეს უკრაინის საზღვართან რუსული ძალების თავმოყრის გამო. როგორცრუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმააღნიშნა, მოსკოვითავისტერიტორიაზედა საკუთარი შეხედულებისამებრ ახორციელებს ჯარების გადაადგილებას, ეს არავისუქმნის საფრთხეს და არც არავის არ უნდა აღელვებდეს. ამასთან, მისი თქმით, ნებისმიერი ქვეყანა იღებს უსაფრთხოების აუცილებელ ზომებს, თუ მის საზღვრებთან არასტაბილური რეგიონი მდებარეობს.
თავად შეერთებულმა შტატებმა და მისმა ნატოელმა მოკავშირეებმაბოლოდროსმნიშვნელოვნადგაზარდესსამხედროაქტივობაშავზღვაში. როგორცრუსეთის თავდაცვის სამინისტროში განაცხადეს, შეერთებულიშტატებირუსეთისსაზღვრებთანჯარებისდაჯგუფებისშექმნასცდილობს, ხოლო ვაშინგტონის ერთ-ერთი მიზანი — ეს უკრაინის სამხედრო ათვისებაა. სამინისტროში ვარაუდობენ, რომ აშშ სწავლობს სიტუაციას დონბასში იმ შემთხვევისთვის, თუ კონფლიქტის სამხედრო გზით მოგვარება გადაწყდება.