პოლონეთში ქართველი ემიგრანტი მოულოდნელად გარდაიცვალა და უკვე 1 თვეა ბიუროკრატიული პროცედურების გამო, ცხედრის გადმოსვენება ვერაფრით ხერხდება.
გარდაცვლილის მეუღლე დახმარებას ითხოვს, მაგრამ უშედეგოდ. ჯერჯერობით საქართველოში მყოფ ქალს, რომელიც რამდენიმე დღეა დახმარებას ითხოვს, პრობლემა ვერავინ მოუგვარა.
მდგომარეობა რთულია ახალგაზრდა დედის ოჯახშიც. საქმე ისაა, რომ წყვილს სამი მცირეწლოვანი შვილი ჰყავს, რომლთაც ზრუნვა და პატრონობა სჭირდება.
“გასკდა ხალხო გული. ქმარი გარდამეცვალა ავარიით პოლონეთში. ყოველ კვირას რაღაც ექსპერტიზას უტარებენ. ღამის სმენაზე მუშაობდა, ახლა კი მკვდარსაც აწამებენ. ეს რა სადისტები არიან” – წერდა რამდენი დღის წინ ემიგრანტის მეუღლე.