მინისტრის საათი – მიხეილ ჩხენკელი უმრავლესობის წევრების კითხვებს უპასუხებს

მინისტრის საათის ფორმატში დღეს პარლამენტში განათლების მინისტრთან კითხვები ექნებათ უმრავლესობის წევრებს. თუმცა მათი პოზიციით მნიშვნელოვანია დრო დაეთმოს ოპონენტების კრიტიკულ შეკითხვებს.

მართველი გუნდის წევრები ყურადღებას გაამახვილებენ, როგორც განათლების სფეროში დასაქმების მნიშვნელობაზე, ასევე საგანმანათლებლო ცენტრებზე.

“მიხეილ ჩხენკელი გააკეთებს ვრცელ მოხსენებას იმ რეფორმების შესახებ, რომელსაც ქართული ოცნება სამთავრობო გუნდთან ერთად აქტიურად ატარებს როგორც უმაღლესი განათლების და მეცნიერების მიმართულებით, ასევე პროფესიული განათლების მიმართულებით, სასკოლო და სკოლამდელი განათლების მიმართულებით,“ – ამბობს პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, გიორგი ამილახვარი.

 

“რუსთავი2”