ეს იყო ჩვეულებრივი პოლიტიკური პროცესი, სადაც “ქართულ ოცნებას” წარმოადგენდა პროკურატურა – ამის შესახებ ტვ პირველის წამყვანმა ინგა გრიგოლიამ განაცხადა.
ჩემი წინა გადაცემის წინა რეაქცია იყო ალბათ ის, რაც სასამართლო პროცესზე მოვისინე, როცა მე 7 ნოემბერთან დაკავშირებით ჩემი პოზიცია დავაფიქსირე და ყველამ იცის, რომ 7 ნოემბერთან დაკავშირებით მე მაქვს ძალიან მძიმე რეაქცია. ეს არ იყო სასამართლო პროცესი, ეს იყო ჩვეულებრივი პოლიტიკური თოქ-შოუ, უბრალოდ მე არ მიმყავდა და ვიყავი მაყურებელი. ეს იყო ჩვეულებრივი პოლიტიკური პროცესი, სადაც “ქართულ ოცნებას” წარმოადგენდა პროკურატურა და განსასჯელი იყო მიხეილ სააკაშვილი. აქ არანაირ სასამართლოზე არ შეიძლება ვილაპარაკოთ.
ისედაც არის ძალიან ბევრი კითხვა ამ საქმეებთან დაკავშირებით. როცა პროკურორი დგება და იწყებს მორალურ გაკიცხვას მსჯავრდებულის და უცებ შენ ხვდები, რომ ეს ხო ის პროკურორები არიან, რომლებიც 26 მაისზე ეხლა რომ ედავებიან სააკაშვილზე, რომლებიც მაშინ იყვნენ პროკურატურის წარმომადგენლები. დღეს სააკაშვილს ასამართლებენ ადამიანები, ვისზეც იდგა თავის დროზე “ნაციონალური მოძრაობის” მმართველობის დროს სისტემა, თავის პროკურორებიან-მოსმაართლეებიანად”, – ამბობს ინგა გრიგოლია.