ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარებული 50 626 ტესტით, კორონავირუსის 3 731 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. გარდაიცვალა კიდევ 72 ადამიანი.~
stopcov.ge-ის ინფორმაციით, ამავე პერიოდში გამოჯანმრთელებულთა რიცხვი 4 295-ს შეადგენს.
რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 1 დეკემბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 7.37%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 8.78% ხოლო 7 დღის მანძილზე – 8.53%.
3 731 ახალი შემთხვევა რეგიონების მიხედვით ასე ნაწილდება:
- თბილისი 1 491;
- აჭარა – 172;
- იმერეთი – 646;
- ქვემო ქართლი – 196;
- შიდა ქართლი – 327;
- გურია – 104;
- სამეგრელო – ზემო სვანეთი – 328;
- კახეთი – 199;
- მცხეთა-მთიანეთი – 86;
- სამცხე-ჯავახეთი – 146;
- რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 36.
საქართველოს მთავრობის ცნობით, ამ ეტაპზე, ქვეყანაში ვირუსის 45 163 აქტიური შემთხევევაა, საიდანაც 6 541 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის:
- თბილისში – 2 596;
- აჭარაში – 523;
- იმერეთში – 1 389.
“ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 674 პირი, მათ შორის, თბილისში – 633, აჭარაში – 124, იმერეთში – 514. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 379 პირი, მათგან თბილისში – 208, აჭარაში – 43, იმერეთში – 32.
1 144 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 705 – თბილისში, 253 – აჭარაში.
37 478 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე”, — დასძენს საქართველოს მთავრობა.
პანდემიის კრიზისის დაწყებიდან დღემდე საქართველოში კორონავირუსის 853 833 შემთხვევაა აღრიცხული. ვირუსს ჯამში 12 191 ადამიანი ემსხვერპლა.