ჯობია პირველი პირების შვილების განათლება ბიუჯეტიდან ფინანსდებოდეს, ვიდრე რომელიმე ბიზნესმენი იხდიდეს მამის “ხათრით” – გია ხუხაშვილი

ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილისთვის საბიუჯეტო თანხების გაფლანგვის ბრალდებას სოციალურ ქსელში ეხმიანება და აღნიშნავს, რომ ჯობია პირველი პირების შვილების განათლება ბიუჯეტიდან ფინანსდებოდეს, ვიდრე რომელიმე ბიზნესმენი იხდიდეს მამის “ხათრით”.

„ისე, ჯობია პირველი პირების შვილების განათლება ბიუჯეტიდან ფინანსდებოდეს, ვიდრე რომელიმე ბიზნესმენი იხდიდეს მამის “ხათრით”, რადგან პირველ შემთხვევაში ეს მაქსიმუმ არამიზნობრივი ხარჯვაა, მეორე შემთხვევაში კი კორუფცია, რომელიც ქვეყანას საბოლოო ჯამში ბევრად უფრო ძვირი უჯდება.ამ გაგებით, ეს ფაქტი უფრო სააკაშვილის სასარგებლოდ მეტყველებს, რადგან გამოდის, რომ არ უნდოდა რაიმე ვალდებულებები გასჩენოდა რომელიმე ბიზნესმენთან.ნუ მეტყვით, რომ რომელიმე მათგანი უარს ეტყოდა მის შვილს ასეთ დაფინანსებაზე…P.S. იმაზე აღარაფერს ვამბობ, რომ ეს ახალგაზრდა ნამდვილად იმსახურებს განსაკუთრებულ მზრუნველობას სახელმწიფოს მხრიდან“ – წერს გია ხუხაშვილი.