უკრაინაში ულტრამემარჯვენე საპროტესტო აქცია გაიმართა, სადაც დემონსტანტები პრეზიდენტ ზელენსკის და პრეზიდენტის ოფისის რამდენიმე წარმომადგენლის გადაყენებას მოითხოვდნენ. აქციამდე რამდენიმე დღით ადრე კი პრეზიდენტმა ზელენსკიმ განაცხადა, რომ მას ოპოზიცია სახელმწიფო გადატრიალებას უმზადებდა, რაშიც რუსეთის ხელს ხედავდა. ანალიტიკოსები ფიქრობენ, რომ ზელენსკის ეჭვი რეალობას მოკლეული არ უნდა იყოს, რადგან მისი პროგნოზიც და აქციაც საეჭვოდ დაემთხვა.
კიევში ასობით დემონსტრანტი თავისუფლების მოედანსა და პრეზიდენტის ადმინიატრაციის შენობასთან შეიკრიბა. მათი მთავრი მოთხოვნაა პრეზიდენტი ზელენსკის გადაყენება, ვადამდელი არჩევნების დანიშვნა, ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ანდრეი იერმარკის თანამდებობიდან გათავისუფლება და ახალი კოალიციის შექმნა.
გადაკეტილია რამდენიმე ქუჩა და მობილიზებული არიან სამართალდამცველები. კიევში მზადყოფნაშია 4 500 სამართალდამცველი და ეროვნული გვარდიის წარმომადგენელი.
აქციამდე რამდენიმე დღით ადრე 26 ნოემბერს ქვეყნის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინაში სახელმწიფო გადატრიალება იგეგმება, რაშიც რუსეთიც იყო გარეული.
მემარჯვენე ოპოზიცია, რომელთა შორის არიან ულტრა-კონსერვატიული ძალები, კი ზელენსკის კაპიტულიანტური პოლიტიკის გატარებაში ადანაშაულებს. განსაკუთრებით პრეზიდენტის ადმინისტრაციის მეთაურ ერმაკს ერჩიან, რომელსაც რუსული კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის” იმ წევრების დაკავების მისიის ჩავარდნაში სდებენ ბრალს, რომლებმაც დობანსში 2014 წლის ომის დროს დანაშაული ჩაიდინეს.
,,თუ ზელენსკი იერმაკსა და უკრაინას შორის იერმაკს ირჩევს, ცხადია, რომ ასეთ პრეზიდენტს თანამდებობაზე არაფერი ესაქმება”, – განაცხადა ოპოზიციის წარმომადგენელმა იური გუდიმენკომ.
ოპოზიცია ასევე უკმაყოფილოა ზელენსკის განცხადებით, სადაც მან აღნიშნა რომ რუსეთთან მოლაპარაკებს დაიწყებს, რის გამოც მას მოღალატე უწოდეს.
აქციამდე რამდენიმე დღით ადრე ზელენსკიმ განცხადება გააკეთა, რომ მას ჰქონდა ინფორმაცია სახელმწიფო გადატრიალებაზე, რასაც რუსეთის და უკრაინის წარმომადგენლები ერთად აწარმოებდნენ. მისი თქმით, ამ ყველაფერს 1-2 დეკემბრს გეგმავდნენ, სადაც უკრაინის ყველაზე მდიდარი ადამიანის, რინატ ახმეტოვის ჩართვას ცდილობდნენ.
,,მივიღე ინფორმაცია, რომ პირველ რიცხვში ჩვენს სახელმწიფოში გადატრიალება მოხდება. 1-2 დეკემბერს, რაც საინტერესო უნფორმაციაა. ჩვენ გვაქვს არა მხოლოდ აგენტების მიერ მოწოდებული ინფორმაცია, არამედ გავაქვს ხმოვანი ინფორმაციაც, რომელშიც უკრაინის წარმომადგენლები რუსეთის წარმომადგენლებთან ერთად გეგმავენ სახელმწიფო გადატრიალებას, ასევე განიხილავენ ბიზნესმენ რინატ ახმეტოვის უკრაინის სახელმწიფო გადატრიალებაში მონაწილეობას. მათი თქმით შეგროვდება მილიარდი დოლარი და ა.შ, რაზეც ვთვლი, რომ ეს ახმეტოვის წამოწყებაა. ისინი ცდილობენ მის ჩათრევას უკრაინის სახელმწიფოს წინააღმდეგ ომში. ვვარაუდობ, რომ ეს მან წამოიწყო, საუბედუროდ, ესმისი დიდი შეცდომა იქნება, რადგან საკუთარი ხალხისა და მათ მიერ არჩეული პრეზიდენტის წინააღმდეგ ბრძოლა არ შეიძლება”, – ამბობს ზელენსკი.
მისი თქმით, შესაძლოა ბიზნესმენმა არ იცოდეს , რომ მისი სახელმწიფო გადატრიალებაში ჩარევა სურთ. ამიტომაც რინატ ახმეტოვს შესთავაზა შესაბამის ორგანოში მისვლა, სადაც არსებულ ინფორმაციას მოასმენინებდნენ. ასევე ზელენსკი ვარაუდობს, რომ ახმეტოვი ამაში პირდაპირ არ გაეხვევა.
ანალიტიკოს ვახტანგ მაისაიას , შეფასებით, საეჭვოა ყველა ის დამთხვევა, რაც ზელენსკიმ აქციებთან დაკავშირებით რამდენიმე დღით ადრე განაცხადა.
„ზელენსკიმ აქციების დაწყებამდე რამდნიმე დღით ადრე თქვა, რომ იქნებოდა სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა. გუშინ კი ჩვენ ვნახეთ დემონსტანტები, რომლებსაც სხვადასხვა მოთხოვნები ჰქონდათ. ეს ყველაფერი ერთმანეთს საეჭვოდ დაემთხვა. ვფიქრობ, რომ ამ აქციების გამართვის იდეა რუსეთს ეკუთვნის, რასაც სათავისოდ გამოიყენებს, ცხადია. ეს ყველაფერი ზელენსკის ოლიგარქებთან ურთიერთობის დაძაბვის შედეგადაც შეიძლება ჩაითვალოს. ზელენსკის წინასწარ ჰქონდა ინფორმაცია აქციასთან დაკავშირებით, სადაც სამოქალაქო გადატრიალების ორგანიზება უნდა მომხდარიყო. ამ ინფორმაციის გაჟღერებამ სახელმწიფო გადატრიალების გეგმა რუსეთს ან შეაცვლევინა ან გადაადებინა. ახლა უკრაინაში სახელმწიფო გადატრიალების საკმაოდ მაღალი შანსია, რადგან ვხედავთ, რომ ზელენსკის მასთან დაახლოებულმა პირებმაც უღალატეს და ზურგს უკან მოლაპარაკებებს რუსეთთან აწარმოებენ”, – ამბობს ვახტანგ მაისაია.