„როგორც ცნობილია, ვლადიმერ პუტინს, ბელარუსთან დაკავშირებით, სამი ოცნება აქვს. პირველი – რუსეთის პრეზიდენტს სურს, რომ ალექსანდრე ლუკაშენკომ ყირიმი რუსეთის ნაწილად აღიაროს, მეორე – მიიღოს მისი თანხმობა ბელარუსის ტერიტორიაზე რუსეთის ჯარების განლაგების თაობაზე და მესამე – ბელარუსის ფინანსური სისტემა რუსულ რუბლზე გადავიდეს. ორი ოცნება უკვე ისეთ ეტაპზეა, რომ შეიძლება ასრულდეს“, – ნათქვამია პუბლიკაციაში.
ავტორი განმარტავს, თუ რით გამოიხატება „ოცნებების ასრულება“:
პირველი – ალექსანდრე ლუკაშენკო წინასწრ დათანხმდა, რომ თუ აშშ პოლონეთში ბირთვულ იარაღს განალაგებს, ბელარუსიც თავის ტერიტორიაზე რუსეთს ბირთვულ რაკეტების დისლოცირების უფლებას მისცემს; მეორე – ალექსანდრე ლუკაშენკო ყირიმს უკვე რუსეთის შემადგენელ ნაწილად თვლის („დე-ფაქტოდ და დე-იურედ“) და ვლადიმერ პუტინთნ ერთად ნახევარკუნძულზე ჩასვლას გეგმავს.
„პრეზიდენტი ალექსანდრე ლუკაშენკო თითქმის მეოთხედი საუკუნის განმავლობაში ამტკიცებდა, რომ ყველა საშუალებით დაიცავდა ბელარუსის სუვერენიტეტს და მის დამოუკიდებელ (უფრო ზუსტად, რუსეთზე ნაწილობრივ დამოკიდებულ) პოლიტიკას. ახალ კი, თავისი ძალაუფლების შესანარჩუნებლად, საკუთარ ქვეყანას ნახევრადკოლონიურ პროტექტორატად აქცევს, რომელსაც საერთაშორისო სუბიექტობის ფუნქციები, ფაქტიურად, აღარ ექნება.
თუ ასე გგრძელდება, სულ მალე, ალბათ, [რუსეთისგან] ფაქტიურად ოკუპირებული აფხაზეთი უფრო რიგიანი სახე ექნება, ვიდრე ბელარუსს. აფხაზეთი ხომ, ბელარუსისგან განსხვავებით, ასე თუ ისე კონკურენტიანი პოლიტიკური ცხოვრებით ცხოვრობს.
სხვათა შორის, იმისთვის, რომ ბელარუსის რეჟიმი საბოლოოდ გადაიქცეს მარიონეტულად, ვლადიმერ პუტინს მხოლოდ ის რჩება, რომ „სთხოვოს ალექსანდრე ლუკაშენკოს შეურთდეს რუსეთის, ნიკარაგუის, ვენესუელის, ნაურუს, ვანუატუსა და სირიის გადაწყვეტილებას და აფხაზეთთან და „სამხრეთ ოსეთთან“ დიპლომატიური ურთიერთობა დაამყაროს“, – აღნიშნულია პუბლიკაციაში.