**ქართველი ექიმი თამაზ გვილია უკვე მრავალი წელია სამხრეთ აფრიკაში მოღვაწეობს.
იგი ამბობს, რომ იქ მაღალ დონეზე გამართული ჯანდაცვის სისტემაა და ქვეყანაში საუკეთესო მეცნიერებიც ჰყავთ.**
**„- სამხრეთ აფრიკაში ამჟამად ძალიან ნორმალური ვითარებაა, არავითარი შიში და დაძაბულობა არ იგრძნობა. ახალი შტამზე რომ ასეთი აჟიოტაჟი ატყდა, ძალიან გაკვირვებული ვარ, რატომ არის ასეთი წუხილი სხვა ქვეყნებში ან მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ. ჩემგან სულ სამი საათის სავალია, სადაც ეგ შტამი პირველად დაფიქსირდა და ჩვენამდე ინფორმაცია არც მოსულა. ჯერ მაგ შტამზე ბევრი ინფორმაციები არც არის, პრეტორიაში დაიწყეს კვლევა და ერთადერთი რა ინფორმაციაც სამედიცინო პერსონალს მოგვაწოდეს, ეს ფორმა ძალიან მსუბუქად მიმდინარეობს. პაციენტების უმრავლესობა სახლში მკურნალობს და ქართულ საინფორმაციოებს რომ ვუყურებ, გაკვირვებული ვამბობდი, საქართველოში ჰგონიათ რომ მეტი იციან ამ ახალ შტამზე, ვიდრე აქ-მეთქი. „დელტა“ ბევრად უფრო საშიში ფორმაა, ვიდრე “ომიკრონი” და ხანდახან ვფიქრობ, რომ მსოფლიოში ვიღაცებს სჭირდებოდათ ეს აჟიოტაჟი..“**