ხმაურია ამ წუთებში თბილისის საქალაქო სასამართლოში, სადაც მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.
სააკაშვილის ადვოკატმა თემურ ჯანაშიამ სხდომაზე მიიტანა პიჯაკები, რასთან დაკავშირებითაც ადვოკატები ამბობენ, რომ პრეზიდენტს სწორედ ამ პიჯაკების ყიდვას ედავებიან. თუმცა, პროკურორების თქმით, მილიონობით ლარი იხარჯებოდა, მათ შორის პრეზიდენტის ბოტოქსზე და მისთვის შექმნილ კომფორტსა, თუ ფუფუნებაზე.
სხვისი ნახმარი პიჯაკების ტარებას გირჩევნიათ, ის 9 მილიონი ზარალი აანაზღაუროთ, რაც ბიუჯეტის მიმართ არსებობს, – პროკურორმა არჩილ ტყეშელაშვილმა დაცვის მხარეს მიმართა.
“ალია”