ვალერი გელაშვილთან სააკაშვილი მტყუანია მისი სასიკვდილო გამეტებისთვის არავინ დაუსჯია, – ამის შესახებ “რესპუბლიკური პარტიის” ერთ-ერთმა ლიდერმა დავით ბერრძენიშვილმა “ტვ პირველის” ეთერში განაცხადა.
“მიშა არ არის არც ანგელოზი და არც საშინელება. არ არის მხოლოდ თეთრი და შავი, შუაშია 4-5-6 ფერი. ვალერი გელაშვილთან მორალურადაც და პოლიტიკურადაც მტყუანია. იმიტომ, რომ არავინ დაუსჯია მას იმ მაღალჩინოსნებიდან, ვინც სახელმწიფო სპეცრაზმი გამოიყენა გელაშვილის სასიკვდილოდ გამეტებისთვის. სწორედ სააკაშვილი იყო “ნაცმოძრაობის” თავმჯდომარე, როდესაც მისი შეკვეთით, მისმა დეპუტაციამ პარლამენტიდან გააგდო სრულიად უკანონოდ. როგორც ახლა მელია გააგდო ამ ხელისუფლებამ. ეს მინუსებია, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ამ სასამართლოს ჰქონდეს ნდობა ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ მიხეილ სააკაშვილისთვის ვერდიქტის გამოტანაში”, – განაცხადა დავით ბერძენიშვილმა.