“ამ ცხოველმა საერთოდ იცის, რომ დაპატიმრებულია? თუ ჰგონია, საერთაშორისო კონფერენციაზეა მოვლენილი?”

ეს დღესაც გვეყოლებოდა ქვეყნის სათავეში, ქვეყანას 9 წლის წინ ის რომ არ ჩამოეფერთხა თავისი მხრებიდან, – ამის შესახებ პუბლიცისტი დავით კალანდია ფეისბუქზე წერს:

“სრული მარაზმი, ფილიად.
სააკაშვილი სასამართლოზე გამოდის და ამბობს, რომ ის სამი საათით ადრე მოიყვანეს აქ (სასამართლოში), მერე კიდევ ნახევარი საათით სასამართლომ დააგვიანა სხდომის დაწყება, და ის კი (მიშა) უკრაინის მაღალჩინოსანია და სად აქვს დრო ასე ტყუილად ხარჯოს?
ფილიადდ (კიდევ ერთხელ).
ამ ცხოველმა საერთოდ იცის, რომ დაპატიმრებულია?
თუ ჰგონია, საერთაშორისო კონფერენციაზეა მოვლენილი?
ფილიადდდდ (მესამეჯერ).
არა, წავალ კიდევ ერთ სანთელს დავანთებ, რა გადარჩენილები ვართ, ხომ წარმოგიდგენიათ?
ეს დღესაც გვეყოლებოდა ქვეყნის სათავეში, ქვეყანას 9 წლის წინ ის რომ არ ჩამოეფერთხა თავისი მხრებიდან.
თუმცა, ქვეყნისგან დღეს არაფერი დარჩებოდა, ეს რომ არ მოგვეშორებინა”, – წერს დავით კალანდია.