მე ვიქნები ძალიან გაბრაზებული იქამდე, სანამ ბოროტმოქმედი რეჟიმი მართავს ამ ქვეყანას და ვიცი, რომ ამის მიზეზი ის ხალხიცაა, ვინც ვითომ ბიძინას ებრძვის და სინამდვილეში მას აძლიერებს – ამის შესახებ თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
მე ვარ ძალიან გაბრაზებული. ძალიან გაბრაზებული ვარ, რომ ბოროტმოქმედი, ანტიდასავლური, ანტიქართული რეჟიმი აკონტროლებს ამ ქვეყანას უკვე 9 წელია და თუ კიდევ დიდხანს დარჩა, შეიძლება ჩვენს ისტორიული მიზნის შესრულებას და თავისუფალ სამყაროში სრულფასოვან ინტეგრირებას ჩვენი თაობა დაემშვიდობოს. ძალიან გაბრაზებული ვარ იმაზე, რომ ეს ბოროტმოქმედი რეჟიმი ამდენ ხანს ვერ გაძლებდა: 1) ერთ ადამიანს შინაგანი კონტროლის მექანიზმები ჰქონოდა და “მე თუ არ ვიქნები, ქვა ქვაზე ნუ დარჩება” პრინციპით არ ემოქმედა. 2) თუ მას არ ყოფნიდა წესიერება და ნებისყოფა, მის გარემოცვას ყოფნოდა პასუხისგებლობა მიმხვდარიყო რა არის სწორი ამ ქვეყნის ისტორიული მიზნის მისაღწევად, და რა არასწორი და შესაბამისად ემოქმედა.სამწუხაროდ ეს ვერ მოხდა – ამისთვის საკმარისი ნებისყოფა, გონიერება და პატიოსნება არ აღმოაჩნდა იმდენ ადამიანს, რომ ვითარება შეგვეტრიალებინა. ჩვენ არ აღმოგვაჩნდა საკმარისი პატრიოტი, წესიერი და გონიერი სახელმწიფო და საზოგადო მოღვაწე იმისთვის, რომ მესიანიზმი არ დაეშვათ. ანუ მე ძალიან გაბრაზებული ვარ იმით, რომ პოლიტიკური ლიდერების მეგალომანიის, უპასუხისმგებლობის და ოპორტუნიზმის გამო ბოროტმოქმედი რეჟიმის დამარცხება გაჭიანურდა. ჩემი პოზიცია ძალიან მყარია და ზუსტად ვიცი, რომ ამ ქვეყანას არ ეშველება სანამ მესიანიზმს წერტილს არ დავუსვამთ. ეს პოზიცია არ შეიცვლება, იმიტომ რომ ესაა სწორი პოზიცია. ასევე არ შეიცვლება ჩემი გაბრაზება – მე ვიქნები ძალიან გაბრაზებული იქამდე, სანამ ბოროტმოქმედი რეჟიმი მართავს ამ ქვეყანას და ვიცი, რომ ამის მიზეზი ის ხალხიცაა, ვინც ვითომ ბიძინას ებრძვის და სინამდვილეში მას აძლიერებს. მინდა, რომ თვითგამოცხადებული მესიის მხარდამჭერებმა ეს კარგად გაიგოთ და თავი გამანებოთ – თქვენთან მინდა დიდი ჩინური კედელი მანამდე, სანამ თვითგამოცხადებული მესიის ყველა იმედი არ გადაგეწურებათ“ – წერს თამარ ჩერგოლეიშვილი.