“მე იქ არ დამინახავს დასახიჩრებული ადამიანები” – გიული ალასანია 7 ნოემბრის მოვლენებზე

მიხეილ სააკაშვილის დედამ გიული ალასანიამ 2007 წლის 7 ნოემბრის მოვლენებზე ისაუბრა. მისი თქმით, ეს სახელმწიფოს გადატრიალების მცდელობა იყო და ხელისუფლებამ შესაბამისად იმოქმედა.

„ეს იყო სახელმწიფო გადატრიალება, აბა რისთვის გვჭირდება მთავრობა, რა ფუნქცია აქვს მას? მისი ფუნქციაა სახელმწიფოებრიობის დაცვა… ვიღაცებზე შეიძლება ამან ემოციურად იმოქმედა, მაგრამ მე არ დამინახავს იქ დასახიჩრებული ადამიანები.

გარდა ამისა, იმ ტელევიზიაში იყო ინფორმაცია, რომ იარაღის არსენალი ინახებოდა და ჟღერდებოდა მოწოდებები გადატრიალებაზე, როგორ უნდა მოქცეულიყო მთავრობა? დღეს პროცესზე გავიგე, 800 დასახიჩრებული იყოო, ეს არის ტყუილების კასკადი“, – განაცხადა გიული ალასანიამ.