“ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლებმა თბილისის საკრებულოს პირველი სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვეს

“ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლებმა მეშვიდე მოწვევის თბილისის საკრებულოს პირველი სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვეს.

“ნაციონალური მოძრაობის” წევრები ბათუმის საკრებულოს დეპუტატის ნუგზარ ფუტკარაძის გამოსახულებიანი მაისურებით არიან მისულები და მათი პროტესტიც სწორედ მას უკავშირდებოდა.

“ნაციონალური მოძრაობის” წევრების თქმით, სწორედ ზეწოლამ იმსხვერპლა მათი კოლეგა ბათუმის საკრებულოში, რომელსაც დღეს როგორც უხუცესს სხდომა უნდა გაეხსნა. როგორც ისინი ამბობენ, მათ არ ჰქონდათ უფლება, რომ დღეს საკრებულოში თანამდებობების განაწილებას დასწრებოდნენ.

 

“რუსთავი2′