როგორ მორთო აშშ-ის პირველმა ლედიმ საშობაოდ თეთრი სახლი (ვიდეო).
საშობაოდ თეთრი სახლის მორთვაზე 100-ზე მეტი მოხალისე მუშაობდა, დადგეს 41 ნაძვის ხე, გამოიყენეს 600-ზე მეტი სანთელი, 80 000 ნათურა განათებებისთვის. “ჯილ ბაიდენმა თეთრ სახლში სიმყუდროვისა და სითბოს განცდა დააბრუნა” – წერს “ვაშინგტონ პოსტი”.
აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, პირველმა ლედიმ სადღესასწაულო დეკორაციებზე ზრუნვა ზაფხულიდან დაიწყო.
წყარო: itv.ge