თბილისში ქეთევან წამებულის ქუჩაზე, სავარაუდოდ, გაზის გაჟონვის შედეგად დედა და 8 წლის ბავშვი დაიღუპნენ.
წინასწარი ინფორმაციით, მიზეზი მხუთავი აირის გაჟონვა გახდა, წყლის გამაცხელებელი დარღვევებით იყო დამონტაჟებული.
„გამოძახება იყო, მოვედით და ორი გარდაცვლილი ადამიანი იყო. უკანონოდ, ტექნიკური დარღვევით მოიხმარდნენ გაზს“, – განაცხადა თბილისი ენერჯის წარმომადგენელმა ირაკლი დეკანოიძემ.
შემთხვევის ადგილი შემოსაზღვრულია ყვითელი ლენტით და ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.