მიხეილ სააკაშვილი გორის სამხედრო ჰოსპიტალში გვიან ღამით მისმა თანაპარტიელმა თინა ბოკუჩავამ მოინახულა.
“ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერის განმარტებით 50-დღიანმა შიმშილობამ ყოფილი პრეზიდენტის ჯანმრთელობას პრობლემები შეუქმნა, ამიტომ ბოკუჩავა მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას ითხოვს.
“გაცილებით უკეთ გამოიყურებოდა ვიდრე გლდანში, 50 დღიანი შიმშილობა ადამიანის ორგანიზმზე კვალს სავარაუდოდ გრძელვადიანად ტოვებს. ადამიანი, რომელიც იყო წამების და არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლი, ამ სისტემის მხრიდან, არ შეიძლება, რომ რჩებოდეს ამ პენიტენციური სისტემის პატიმრობაში,” – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.
“რუსთავი2”