პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც „მინისტრის საათის“ ფარგლებში საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრს თეა წულუკიანს უსმენენ, მინისტრსა და სალომე სამადაშვილს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა.
სალომე სამადაშვილმა თეა წულუკიანს სხდომათა დარბაზიდან ირაკლი ალასანიას პარტიაში ყოფნის პერიოდი შეახსენა. რაზეც თეა წულუკიანმა აღნიშნა, რომ ირაკლი ალასანია კაცის მკვლელი არ ყოფილა არასდროს.
„ქალბატონი სალომე ამბობს, ირაკლი ალასანიას პარტიაში რომ იყავიო, არ ისმის თქვენი ხმა და მე დაგეხმარებით. ქალბატონი სალომე ამბობს თავისი სოპრანოთი, თუ რა ხმაა არ ვიცი, ვერ გაგზომეთ და გაგზომავთ მომავალში, იქნებ დაგასაქმოთ კიდეც. ირაკლი ალასანია კაცის მკვლელი არ ყოფილა არასდროს, მაგრამ თქვენი გალიაში მჯდომი ბელადი, რომელსაც ბრიუსელში იცავდით, კაცის მკვლელი იყო და ახლა ცოლის დაპატიმრებას ითხოვს“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.