ვიდეო: ზნეობრივად სრულყოფილი ადამიანი “მწვანე პასპორტს” არასოდეს აიღებს! – მამა დავითი

“მწვანე პასპორტის აღება იმას ნიშნავს, რომ სხვა ადამიანს ეუბნებოდე – შენ მეორეხარისხოვანი ხარ!

ამიტომ, არ შეიძლება, ქრისტიანმა, ზნეობრივად გამართულმა ადამიანმა “მწვანე პასპორტი” აიღოს, რადგანაც ამით სხვა ადამიანს უკვე აყენებს დისკრიმინაციულ  მდგომარეობაში.

ეს ყველაფერი მე მაგონებს მოვლენას, რაც თავის დროზე ამერიკის შეერთებულ შტატებში ხდებოდა, როდესაც შავკანიან ადამიანს კანის ფერის გამო უფლება არ ჰქონდა, სხვადასხვა დაწესებულებაში შესულიყო, გადაადგილებულიყო ამა თუ იმ ტრანსპორტით.

ასევე მაგონებს, მეორე მსოფლიო ომის დროს ფაშისტური გერმანიის მესამე რეიხის ქმედებას, როდესაც ებრაელ ხალხს ეთნიკური ნიშნით “დავითის ვარსკვლავის” ტარებას აიძულებდნენ, რათა ამგვარად ისინი მეორეხარისხოვნად გამოეცხადებინათ.

ეს “მწვანე პასპორტი” სწორედ ასეთი შინაარსის თანამედროვე ნიშანია, სწორედ ამიტომ, ქრისტიანმა და ზნეობრივმა ადამიანმა ეს “მწვანე პასპორტი” არ უნდა აიღოს!”

მამა დავითი (ისაკაძე)