მსახიობი ნინო კუნჭულია ეხმაურება ახალ კოვიდრეგულაციებს მწვანე პასპორტთან დაკავშირებით და სოციალურ ქსელში გზავნილს ავრცელებს:
“მომიწია მიმეღო ჩემთვის ძალიან მტკივნეული გადაწყვეტილება, თუმცა ჩემს გადაწყვეტილებაში ვარ მტკიცე, და ღმერთს ვთხოვ სულიერად გამაძლიეროს.
მე მსახიობი ვარ და ვინც მიცნობს, ჩემს გარშემო ყველამ იცის, რომ სცენის გარეშე უსიცოცხლო, მკვდარი არსება ვარ, ხოლო, როცა სპექტაკლები მაქვს, მეძლევა ტიტანური ენერგია. მე ვთამაშობ ხალხისთვის. ხაზგასმით ვამბობ, ყ ვ ე ლ ა ს თ ვ ი ს განურჩევლად ასაკისა, სქესისა თუ ეროვნებისა და საერთოდ მსახიობი იმიტომ გავხდი, რომ ხალხი მიყვარს, ჩემი ერი მიყვარს, სიცოცხლე მიყვარს მეგობრებო…
მოგეხსენებათ მიღებული რეგულაცია, რის შედეგადაც მწვანე სტატუსის გარეშე ვერ დაესწრება მაყურებელი სპექტაკლებს და ა.შ.
მე უარს ვაცხადებ იქ თამაშზე, სადაც ადამიანებს კატეგორიებად ყოფენ. ვერაფერს სულიერს და ამაღლებულს იქ ვერ მიიღებთ. ხელოვნება ყველასთვისაა თავისუფლება კი ღვთის მიერ ბოძებული ჯილდო, რომლის ხელყოფის უფლება არავის აქვს!
ვაი იმას, ვინც ვაკანტურ ადგილს ჩასაფრებული გაყვირის ,,მე აცრილი ვარ” და თავი პრივილიგირებული ჰგონია! ვაი იმას, ვინც აუცრელობის გამო სამსახურიდან ითხოვს თანამშრომლებს! ვაი იმას, ვინც აიძულებს აცრას!
უფალი არ დაგტოვებთ. უარი უთხარით ფაშიზმს, ღმერთი ყველას გაგაძლიერებთ.
,,უფალი ნათელ ჩემდა და მაცხოვარი ჩემდა, ვისა მეშინოდის? უფალი შესავედრებელ არს ცხოვრებისა ჩემისა, ვისგან შევძრწუნდე?”