„ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი, ნიკა მელია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაიბარეს. ამის შესახებ ნიკა მელია სოციალურ ქსელში წერს.
“რეჟიმის პარანოია გრძელდება. სიამოვნებით ჩავიბარებ უწყებას და პირადად, დეტალურადაც მოგიყვებით როგორ დასრულდება ივანიშვილის რეჟიმი – მაგას რომ ხედავდე, ნოსტრადამუსობა ნამდვილად არაა“, – წერს ნიკა მელია და „ფეისბუქზე“ და სუს-ის წარმომადგენლის მიერ გაგზავნილ სმს შეტყობინების ფოტოებს აქვეყნებს და აცხადებს, რომ „ამ ბატონს წარმოებაში სახელმწიფო გადატრიალების საქმე აქვს”.