“ქართული მარშის” ლიდერი, სანდრო ბრეგაძე სოციალურ ქსელში წერს:
“რეალურად სააკაშვილის ჩამოსვლა გახლავთ სპეცოპერაციის ნაწილი, რომელსაც სააკაშვილი არ მართავს, პირიქით – სააკაშვილს მართავენ
ერთი რამის მეშინია ყველაზე მეტად – ქართულ საზოგადოებაში იმდენად დიდი ზიზღია დაგროვებული ერთმანეთის მიმართ, რომ ეს მალე სერიოზულად იფეთქებს და იმაზე ბევრად ძლიერად, ვიდრე ეს იმ ავადსახსენებელ 1991 წლის 22 დეკემბერს მოხდა
იმდენად დიდი ზიზღი დაგროვდა ერთმანეთის მიმართ, რომ თუ მაგიდასთან ოცნების ხალხი ზის, მათთვის მომსახურეობაზე ნაცების მომხრე მიმტანები უარს ამბობენ და პირიქით – ამასწინათ საბურთალოს ერთ-ერთ საპარიკმახეროში ოცნების მომხრე ერთ-ერთმა პარიკმახერმა უარი განაცხადა მომსახურებოდა ერთ ნაც დეპუტატს
შესაძლოა ბევრს გაეცინოს ამ ამბის წაკითხვის შემდეგ, მაგრამ თუ ამ უბრალო საყოფაცხოვრებო ინციდენტებს ჩაუღრმავდები, აუცილებლად მიხვდები და დაასკვნი თუ რაოდენ პოლარიზებულია ხალხი, რამდენად დიდი ზიზღია დაგროვებული ერთმანეთის მიმართ
ათწლეულებია პოლიტიკაში ვარ – პარლამენტარიც ვიყავი და მინისტრთა კაბინეტის წევრიც, მაგრამ არასოდეს მომსვლია აზრად ჩემი პოლიტიკური ოპონენტისთვის უბედურება და სიკვდილი მსურვებოდეს – დღევანდელ რეალობაში კი ნათლად ჩანს, რომ ერთმანეთზე რომ მიუშვა არცერთი მხარე არ დაფიქრდება, ფიზიკურად ისე გაანადგურებს პოლიტიკურ მოწინააღმდეგეს
ეს უკვე პოლიტიკა აღარაა, აქ პოლიტიკა მთავრდება და სამოქალაქო დაპირისპირება იწყება
ცალსახაა რომ სააკაშვილის ჩამოსვლა არ გახლავთ დაუფიქრებელი და გაუთვლელი ნაბიჯი. შესაძლოა დაპატიმრებული სააკაშვილის შემხედვარეს ბევრს უჩნდება ყალბი ილუზია, რომ პრობლემა გადაჭრილია, მაგრამ პრობლემა იმდენად დიდია, რომ თამამად შეიძლება ვუწოდოთ – კატასტროფის მომასწავლებელი კრიზისი
არავის აქვს იმის გარანტია, რომ გორი-თბილისის საავტომობილო ტრასაზე თავდასხმა არ მოხდება, არავის აქვს იმის გარანტია რომ სააკაშვილს არ მოწამლავენ, არავის აქვს გარანტია რომ სააკაშვილს არ მოკლავენ – უფრო მეტიც, ამის საშიშროება ბევრად რეალურია, ვიდრე ის, რომ ეს არ მოხდება
დღეს უკვე სააკაშვილის სიცოცხლე მხოლოდ იმათ ხელშია, ვინც გამოუშვა, დაუგეგმა, დაუფინანსა საქართველოში ჩამოსვლა. ისინი წყვეტენ – ვისი ცოცხლად ყოფნა იქნება საჭირო დიდი საქმის გასაკეთებლად და ვისი არა.ვისი გარდაცვალება გახდება რევოლუციის მაპროვოცირებელი
წარმოდგენაც კი მიჭირს თუ რა შეიძლება მოხდეს ამ პოლარიზირებულ და ზიზღით სავსე საზოგადოებაში თუ სერიოზული პროვოკაცია განხორციელდა – 1991 წლის დეკემბერი მონაგონი იქნება
ჩვენდა სამწუხაროდ ამ საკითხებზე არავინ ფიქრობს, ხშირ შემთხვევაში პროცესები თვითდინებაზეა მიშვებული, ხოლო სააკაშვილის პატიმრობის თითოეული დღე დენთის კასრია, რომლის ფიტილსაც როდის წაუკიდებენ ცეცხლს, კაციშვილმა არ იცის ”