კვირას 5 დეკემბერს თბილისში რუსთაველის გამზირზე მასშტაბური საპროტესტო აქცია-მსვლელობა გაიმართა, ეგრეთწოდებული “მწვანე პასპორტებისა” და ხალხის დისკრიმინაციის წინააღმდეგ!
როგორც მოსალოდნელი იყო, ეს მრავალთასიანი საპროტესტო აქცია-მსვლელობა, არცერთმა წამყვანმა ქართულმა მედია საშუალებებმა რა თქმა უნდა არც კი გააშუქეს!
– “მგონი უკვე არავის აღარც კი გვიკვირს, რომ “ნაც-ქოცური” მედია თავის ეთერს არ უთმობს იმ მნიშვნელოვან საკითხებს, რომელიც რეალურად აწუხებს ქართველ ხალხს.
პოლიტიკური ორგანიზაციების ხელში არსებული მედია მაუწყებლები თავის ეთერს, მხოლოდ მათ დამფინანსებლებს უთმობენ და რა თქმა უნდა ქართველი ხალხის ნების საწინააღმდეგოდ მოქმედებენ, ხოლო სადაც კი რეალურ და სამართლიან პროტესტს ხედავენ, იქ ყველა მეთოდით ცდილობენ ორგანიზატორებისა და პროტესტის იდეის სრულ დისკრედიტაციას” – ირაკლი ჯანყარაშვილი
წყარო: ptn.ge