Bloomberg: ბლინკენმა და ლავროვმა მწვავედ იკამათეს

სტოკჰოლმში შეხვედრისას ამერიკისა და რუსეთის პირველმა დეპუტატებმა მწვავედ იკამათეს. ამის შესახებ სააგენტო „ბლუმბერგი“ წერს. გავრცელებული ინფორმაციით, კამათის თემა 2014 წლის მაიდნის მოვლენები გახდა.

სერგეი ლავროვმა კოლეგას განუცხადა, რომ 2014 წელს უკრაინაში სახელმწიფო გადატრიალება მოხდა, რაშიც რევოლუციონერებს ხელი დასავლეთმა შეუწყო.

მანვე „ნატო“ და ევროკავშირი“ განსხვავებული პოზიციის ადამიანების დევნასა და რუსეთის მიმართ მუქარაში დაადანაშაულა, რასაც ბლინკენის მხრიდან ადეკვატური პასუხი მოჰყვა. ამერიკის სახელმწიფო მდივანმა ლავროვს განუცხადა, რომ „ნატო“ თავდაცვითი ალიანსია, მაიდნის ცნობილი მოვლენებისას კი უკრაინის ექსპრეზიდენტის, ვიქტორ იანუკოვიჩის მომხრე ძალებმა მშვიდობიან დემონსტრანტებს გაუხსნეს ცეცხლი, რასაც 100-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა.

 

ბლკინკენს ლავროვისთვის არც ის დაუმალავს, რომ უკრაინაში შეჭრის შემთხვევაში რუსეთს მძიმე საფასურის გადახდა მოუწევს. ამერიკისა და რუსეთის პირველი დიპლომატები ერთმანეთს სტოკჰოლმში 2 დეკემბერს შეხვდნენ.