“დათოს მამა გარდაცვლილი ჰყავს … გაედევნენ და დანით დაზიანებები მიაყენეს …”…

დავით კრავეიშვილს, რომელიც გუშინ სანზონაში მოკლეს, მამა გარდაცვლილი ჰყავდა. ის გორიდან თბილისში დედასთან ერთად გადავიდა საცხოვრებლად და სანზონაში ნაქირავებში ცხოვრობდნენ.

15 წლის დავით კრავეიშვილის მკვლელობის შესახებ ახალი დეტალები ხდება ცნობილი – როგორც ირკვევა, კრავეიშვილს, ყოველ საღამოს, ძაღლი გაჰყავდა გასასეირნებლად. ვიდრე ის სახლიდან გავიდოდა, სადარბაზოსთან, დაახლოებით 1 საათის განმავლობაში, მეზობლებისთვის 2 უცხო პირი იდგა – თვითმხილველებს დარჩათ შთაბეჭდილება, რომ ისინი ვიღაცას ელოდნენ.

როდესაც სადარბაზოს გარეთ დავითი გამოჩნდა, მას ორივე მათგანი მიუახლოვდა და ერთად დაიძვრნენ ლიახვის ქუჩის მიმართულებით. ადგილობრივების თქმით, დაპირისპირება ავტოფარეხებთან დაიწყო, შემდეგ კი კრავეიშვილმა გაქცევა სცადა, მას სხვა მოზარდები გაედევნენ და დანით მიაყენეს დაზიანებები.

მეზობლების თქმით, ამის შემდეგ დაინახეს რამდენიმე ბიჭი, რომლებიც უკან გარბოდნენ. „ერთი ტელეფონზე რეკავდა და ვიღაცას იხმობდა საშველად, მოდი, მგონი ვიღაც მოკვდაო. ბავშვები იყვნენ, პატარა ბავშვები, კაცს მათზე ვერ იტყოდი.

კრავეიშვილს არავინ ახლდა, იმიტომ რომ არავინ ითხოვდა შველას. გამორბოდნენ ბიჭები, წაიქცა ერთი და მის გარშემო შემდეგ მხოლოდ მობინადრეები ტრიალებდნენ“ – ამბობს ერთ-ერთი თვითმხილველი „კურიერთან“. ერთ-ერთი ვერსიით, დაპირისპირება გოგოს გამო მოხდა. პოლიციამ ორი არასრლუწლოვანი უკვე დააკავა.

წყარო: itv.ge