ზვიად ტომარაძის გამართული აქცია, მოთხოვნით – “ვინმე მაინც შეგვხვდეს” – სრულიად გაუგებარია

“ზვიად ტომარაძის გამართული აქცია, მოთხოვნით – “ვინმე მაინც შეგვხვდეს” – სრულიად გაუგებარია” – ანდრია ჯაღმაიძე.

საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე კოვიდპასპორტების წინააღმდეგ გამართულ აქციას ეხმაურება:

– “ვაქცინაციასთან დაკავშირებით საპატრიარქოს პოზიცია არაერთხელ დაფიქსირდა სინოდის და საპატრიარქოს განცხადებებში. დღეს საპატრიარქოსთან სრულიად შეუთანხმებლად, ზვიად ტომარაძის გამართული აქცია, მოთხოვნით – “ვინმე მაინც შეგვხვდეს” სრულიად გაუგებარია. წინასწარი შეთანხმების გარეშე, უფლებამოსილი პირის შეხვედრა პრაქტიკულად შეუძლებელია. ამ ვითარებაში შესაძლებელია წერილობით დატოვონ განსახილველად მათი წინადადება, თუ თხოვნა“ – წერს ანდრია ჯაღმაიძე სოციალურ ქსელში.

წყარო: newposts.ge