გახრწნილი სისტემა და ჩვენ – გურამ ქართველიშვილი

რეჟისორი და პუბლიცისტი გურამ ქართველიშვილი სოციალურ ქსელში გზავნილს ავრცელებს:

— გახრწნილი სისტემა და ჩვენ —
1)ექიმ ნარკოლოგებს უკვე განგაში აქვთ ატეხილი რომ მოზარდებშიც კი უმძიმესი მდგომარეობაა ნარკომოხმარების მხრივ, არათუ მოწიფულ ახალგაზრდებში.
2) ისტორიკოსები ჩივიან ახალგაზრდობის არასახელმწიფოებრივ აზროვნებაზე და უმდაბლეს პასუხისმგებლობაზე საკუთარი ქვეყნისა და კულტურის მიმართ.
3)ფილოლოგები მომავალ თაობებში წერა-კითხვის მასობრივ უცოდინრობას მოთქვამენ,
4) სპორტის დიდოსტატები ახალგაზრდობის ფლეგმატურობამდე არასპორტულობაზე იშლიან ნერვებს,
5)მწერლებს მკითხველი აღარ ყავთ უწიგნურობის გზაზე დამაჯერებლად მიმავალ ერში.
6) სოფლის ამაგდარები თვალით ხედავენ სოფლების დაცარიელება – დაქცევას და იმას რომ მიწათმოქმედების აკვან საქართველოს მომავალ თაობებში გლეხი აღარ ეზრდება, მიწის მომპატრონებლად,
7)დემოგრაფებს უკვე ხმაც ჩაუწყდათ იმაზე ჩივილით, რომ შობადობა დაცემულია და ასე თუ გაგრძელდა, ქართველი ერი 50 წელიწადში ფიზიკურად გაქრება.
ასე შემდეგ და ასე შემდეგ.
არადა ასეთ განგაშის ზარებს ყველა ვისმენთ. მთავრობა, საპატრიარქო, ინტელექტუალი, მოსამსახურე, მუშა, თუ გლეხი, მაგრამ მოსმენილს ერთ ყურში ვუშვებთ და მეორედან გაგვირბის. პოლიტიკოსების პირიდან ხომ საერთოდ ვერ მოისმენ ზემოთ ჩამოთვლილ უპირველეს სატკივარებს. თითქოს პირი შეკრესო. ეს კი იმიტომ ხდება რომ უმრავლესობა ნამართია, ხოლო დანარჩენი იმ (ნამართებივით) უწიგნური, ხოლო ასეთებისთვის ცოტა არ იყოს ბნელა……….
მეტი რა დავწერო?
ახ, გამოსავალს მკითხავთ ჩასაფრებულები. გამოსავალი ჯერ კიდევ არის ოღონდ ჯერ მთელი ერი უნდა მიხვდეს იმას, რომ ეს იმთავითვე დამპალი ნეოლიბერალური სისტემა უკვე აყროლდა. ჩვენ თვალწინ გაიხრწნა თავისი შედეგებით და ძირეული ცვლილებები თუ არ მოხდა საქართველოში მალე მივალთ ეროვნულ – სახელმწიფოებრივ კოლაფსამდე. ეს სისტემა სრულებით ანტიქართულია და ის ქართველი ერის სუიციდურ აღსასრულს ემსახურება… ერის დიდმა ნაწილმა კი უნდა გააცნობიეროს ეს. სხვაგვარად ცვლილებები შეუძლებელია, რადგან ამ რეჟიმის გამმაგრებელი ძალა უპირველესად ამომრჩეველია. ანუ ქოცად, ნაცად და ათასგვარ ისტად დაყოფილი ქართველობა
გამოსავალი არსებობს. ერს ჯერ კიდევ ყავს საზოგადოების გონიერი ნაწილი ვისაც ქვეყნის მდგომარეობიდან გამოყვანა შეუძლია, მაგრამ ასეთებს ძალიან უჭირთ მილიონებით დაფინანსებული ნეოლიბერალური პროპაგანდის გადაფარვა და ერთეულების ხმის ხალხამდე მიტანა. არადა უკვე ისეთი ინერციით მივდივართ, რომ წერტილამდე ბევრი აღარაფერია დარჩენილი.
გურამ ქართველიშვილი